დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, 26 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, სიუჟეტში დასმული აქცენტები პრინციპულად არ შეესაბამება სიმართლეს და ხაზგასმა, რომ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში, ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა სააგენტოს ხელმძღვანელობის პირადი კომფორტისთვის, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მათი ცნობით, სააგენტოში არსებული მოძველებული ავტოპარკი მთლიანად იყო ამორტიზებული და სათანადოდ ვეღარ ემსახურებოდა დევნილთა განსახლების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით აღნიშნული ავტომანქანების შესყიდვის პროცედურები , სააგენტომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2020 წლის ნოემბერში კი მართლაც შეიძინა, დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დაბალ ფასად, ეკონომპაკეტის ,,ფორდ ფიესტას“ მოდელის ავტომანქანები, რომლებიც გახლავთ სამორიგეო დანიშნულების, გააჩნია სააგენტოს ლოგო და არ არის განპიროვნებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ისინი განკუთვნილია მხოლოდ საველე სამუშაოებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ვიზიტებისთვის, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად, მონიტორინგის პროცესის ხარისხიანად და ოპერატიულად განსახორციელებლად, დევნილთა და ეკომიგრანტთა ოჯახების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამუშაოების მომსახურებისთვის. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სააგენტოს არც ერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა და აქტიურად ახორციელებს დევნილი მოსახლეობის მონიტორინგისა და განსახლების პროცესს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს კი სააგენტოს თანამშრომლები პირადად ურიგებდნენ განსაკუთრებით მოწყვლად დევნილ ოჯახებს სურსათსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც სააგენტო გასწევს, ემსახურება ერადერთ მიზანს - ეს გახლავთ დევნილთა განსახლება და მათი უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ყველა შესაბამის ზომას იღებს, რათა შეასრულოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, ხარისხიანად მოემსახურეოს ჩვენს დევნილებსა და ეკომიგრანტებს, ასევე დაიცვას საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უზრუნველყოს ისინი უსაფრთხო სამუშაო პირობებით“,-აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა