ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის.

„არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნების ჟესტია, არამედ ეს ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა. ჩვენ კანონი გვავალდებულებს მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეული თანხები. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვინ შედის პარლამეტში ან ზოგადად, პარლამენტში შესვლა- არშესვლაზე. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე. შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ჩვენ ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და არა პარლამენტში შესვლის გამო. პარლამენტში შევალთ თუ არ შევალთ, ეს თანხა მაინც გვეკუთვნის. კობახიძე რომ ამბობს, დაფინანსებას შევუწყვეთ პარტიებსო, კი ბატონო. მათთან არის ბურთი და მოედანი. თუ აწყობთ, მიიღონ ასეთი კანონი, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს იმ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, რომელთაგან საბიუჯეტო თანხების მისაღებად ცესკოს ჯერ მხოლოდ ცხრამ მიმართა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა