გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე - კაცი, რომელმაც დრო თვითქებაში გაატარა, როცა ქვეყანა კრიზისისთვის უნდა მოემზადებინა, ბედავს და სხვას არიგებს ჭკუას

ეს არის ის კაცი, რომელიც ფორმალურად პრემიერ-მინისტრია და რეალურად პოლიტიკური არარაობა, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის მოწოდებას , რომლის თანახმადაც პოლიტიკოსებს, აგიტატორებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო პროცესში თვითიზოლაციაში გადასვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ არ გამოიყენა ის დრო, როცა ქვეყანა კრიზისისთვის უნდა მომზადებულიყო და ახლა სხვას არიგებს ჭკუას.

„უტიფრობის და უპასუხისმგებლობის გაგრძელებაა ეს ბოდვა. კაცი, რომელმაც თვითქებაში გაატარა დრო, როცა ქვეყანა ამ კრიზისისთვის უნდა მოემზადებინა, ბედავს და სხვას არიგებს ჭკუას. ეს არის ის კაცი, რომელიც ფორმალურად პრემიერ-მინისტრია და რეალურად, პოლიტიკური არარაობაა - ვისი პასუხისმგებლობაც არის ის, რა ქაოსიც არის დღეს.

გახსოვთ, ის თვეები კლიპებს რომ იღებდნენ, იძახდნენ, კორონავირუსი დავამარცხეთო, ქუჩებს რომ რეცხავდნენ და ათას სისულელეს აკეთებდნენ. ახლა ეს კაცი სხვებს არიგებს ჭკუას და თან სისულელეს ლაპარაკობს , რა შუაშია? დენდროლოგიურ პარკში რა ტიპის ხალხმრავლობაც იყო, იგივე რისკის მომცემი არ იყო?! ჩვენ უნდა მოვმზადებულიყავით. ქვეყნის გახსნა იყო გარდაუვალი, აუცილებელი და ამ ვითარებაში, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა იყო გარდაუვალი. სისტემა უნდა ყოფილიყო მზად ამის მიღებისთვის. აღმოჩნდა, რომ ელემენტარული რაღაცები არ ჰქონდათ გაკეთებული ამ მიმართულებით“, -განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა დღეს პოლიტიკოსებს, აგიტატორებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო პროცესში თვითიზოლაციაში გადასვლისკენ მოუწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა