ანონსი  27 ნოემბერი

27 ნოემბერს, 10:30 საათზე, „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: ახალი გამკაცრებული ზომები და განადგურებული ბიზნესი - ფასების ზრდა და წნეხი მოსახლეობაზე - რას მივიღებთ შედეგად.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 59972656

27 ნოემბერს, 11:00 საათზე, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატები ბექა ბასილაია და შოთა თუთბერიძე გააკეთებენ განცხადებას სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი ტენდენციურობის შესახებ და წარმოადგენენ სახელისუფლებო პროპაგანდაში სასამართლოს პირდაპირი მონაწილეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

მის: არაყიშვილის #3

საკონტაქტო: თეა უგულავა 577171071

27 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები - რა ელის ეკონომიკას და რამდენპროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი.

მის: კოსტავასქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ნოემბერს, 11:00 საათზე, “რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

27 ნოემბერს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები - რა ელის ეკონომიკას.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ნოემბერს, 11:30 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ხუთპუნქტიანი კრიზისგეგმა კოვიდ ეპიდემიის მეორე ტალღის გადასალახად.

მის: ქ. უნივერსიტეტის N24

საკონტაქტო: 599437403

27 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ლელოს" ოფისში ოპოზიცის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

მის: ვასო აბაშიძის 6

27 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ მომზადებული კვლევის „მოსამართლეთა წინასააარჩევნო მიგრაცია“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის "LIVE" ტრანსლირება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/gdi.ge

27 ნოემბერს, 13:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

27 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ("თბილისი მოლი", "ისთ ფოინთი", "თბილისი ცენტრალი", "ქარვასლა", "სითი მოლი", "გლდანი მოლი") წარმომადგენლობა განცხადებას გააკეთებს და პრემიერ მინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ.

27 ნოემბერს, 15:00 საათზე, ადვოკატი ლაშა შუკაკიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს - „თეონა (ხინჩაგიშვილი) ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილის წინაღმდეგ“ შეიტანს.

მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე- 10 კილომეტრი

საკ ონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599161015

27 ნოემბერს, 16:30 საათზე, "ქართული სახლის" ყოფილი თანამშრომლები სუპერმარკეტ "კარფურის" წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მის: ნავთლუღის ქუჩა N 8ა, (ისანი მოლი)

27 ნოემბერს, 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას გამართავენ.

თემა: ე.წ “კარტოგრაფების საქმე"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა