საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„25 ნოემბერს სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდებს. სენატში გამართული დებატების დროს სახელმწიფო მდივანმა ტურიზმის, საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგი ხალხისა და ფრანკოფონიის საკითხებში ჟან-ბატისტ ლემუანმა სენატორებს ამ საკითხზე საფრანგეთის მთავრობის პოზიცია შეახსენა:საფრანგეთი არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას “, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ამჟამად მათი პრიორიტეტი კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ ორი დღის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს. ბაქომ რეზოლუცია დაგმო. აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს. ამასთან, მილი მეჯლისმა მთავრობას მოუწოდა, აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს გადახედოს და ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა ანალიზის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის ელჩი ზაკარი გროსი გუშინ უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს - საფრანგეთის საგარეო უწყება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა