კლინიკების ასოციაცია პრემიერს ღია წერილით მიმართავს და ურჩევს, ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერ- მინისტრს ღია წერილით მიმართავს, ურჩევს ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკების ასოციაციიდან აცნობეს.

"ფაქტობრივად მიმდინარეობს მე-3-ე მსოფლიო ომი, ვებრძვით ,,ბიოლოგიურ იარაღს” ვირუსის სახით; კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს; სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან; ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები; პაციენტებს კლინიკის კორიდორებში უწევთ დაყოვნება; მედპერსონალის დეფიციტია; ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს; დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს! არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია: 1) დროულად დავიხმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სამხედრო სან-ინსტრუქტორები, სანიტრები და მაშველები; 2) დიდი კლინიკების მიმდებარედ დროულად გავშალოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები (ლაზარეთები), სადაც ვაწარმოებთ პაციენტთა ტრიაჟს და მოვახდენთ ნაწილობრივ ჰოსპიტალიზაციას. შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს: 1) განიტვირთება კლინიკები; 2) სამხედრო საველე ჰოსპიტლებში სამოქალაქო მედპერსონალს ჩაანაცვლებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი; 3) მოიხსნება სასწრაფო მანქანების რიგები და გაიზრდება მათი ოპერატიული მოქმედება; 4) მძიმე და საშუალო პაციენტები შეუფერხებლად განთავსდებიან სტაციონარში; 5) მსუბუქი (მაგრამ საყურადღებო) პაციენტები დარჩებიან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში; 6) უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში ან მიეცემათ რეკომენდაციები სახლის პირობებში; 7) პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუფლდება ფსიქო-ემოციური სტრესისაგან.

მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს.

ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათი თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების განმავლობასი გაუსაძლისია მათი ყოფა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიების გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არის, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი, იქნებ საშემოსავლო გადასახადებიდან მაინც გავანთავისუფლოთ.

ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს.

სამწუხაროდ არსებობენ ერთეული, ხელმოცარული “სირცხვილის” პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადეკვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე “ხელის შეწმენდა” არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ, მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის. ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ, დღეს “პეპერობანას” თამაშის დრო არ არის. ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება”,- აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აწერს.

იხილეთ ვიდეო:კლინიკების ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში