საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.

მაქარაშვილის თქმითვე, ისინი დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მიმდინარეობის გამო, ჩიტაძის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობა შეიზღუდა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო:საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა