აქსელ ფიშერი - საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის პარალელურად, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ხსენებული ორი რეგიონის ანექსიის პროცესს

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე აქსელ ფიშერი 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში ეხმაურება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფიშერი აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამწლიანი, საკმაოდ მოცულობითი „პროგრამის" მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის დაახლოება რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონებთან და რეგულაციებთან, რაც ითვალისწინებს ისეთ სახიფათო პროცესებს, როგორებიცაა, მაგალითად, „ორმაგი მოქალაქეობის" მიღების გამარტივება.

„გვსურს განსაკუთრებით გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკის ამ მორიგ ნაბიჯზე, რადგან აღნიშნული განზრახვის სრულყოფილი რეალიზაციის შეთხვევაში, აფხაზეთი ფაქტობრივად იქცევა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილად", - წერს საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე აქსელ ფიშერი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა