ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი  - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მასალებს გაეცნობა, საუბარია არა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, არამედ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებზე

პროკურორ დავით გუმბარიძის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს გაეცნობა. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულ მასალებს რამიშვილი პერიოდულად ეცნობა.

„საუბარია არა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, არამედ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებზე. აღნიშნული მასალებს პერიოდულად ეცნობა ადვოკატი და დღესაც ექნება ამის საშუალება“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, უწყებაში განმარტავენ, რომ ადვოკატს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სახელმწიფო უსაფრთხოების ბალანსზე რიცხულ სამი ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის შესწავლის შედეგებს, ასევე, ე.წ. შავნაბადას ბაზის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებს.

„მას საშულება ექნება გაეცნოს სახელმწიფო უსაფრთხოების ბალანსზე რიცხულ სამი ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის შესწავლას, რაც ოჯახის წევრების და მათი ინეტერესების დამცველი ადვოკატების მიერ იმ ეტაპისთვის საეჭვო გარემოებად იქნა მიჩნეული, აქედან გამომდინარე, გამოძიებამ მოიპოვა ე.წ. შავნაბადას ბაზის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხა ავტომანქანაში მყოფი პირები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის სიახლოვეს რუსთავის გზატკეცილზე.

ფარული საგამოძიებო მასალები ასევე მოიცავს ფალსიფიცირებული სატელიტური ფოტოების ეპიზოდს, როდესაც მიხეილ რამიშვილმა თავდაპირველად სატელევიზიო სივრცეში გაასაჯაროვა აღნიშნული, ხოლო შემდგომ წარმოუდგინა გამოძიების მტკიცებულების სახით. მოცემულ საკითხზეც პროკურატურამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოიპოვა სატელეფონო საუბრები და გამოითხოვა პირადი კომპიუტერიდან ინფორმაციები, აღნიშნულ ეპიზოდზე ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, შესწავლილ იქნა ყველა გარემოება და ფაქტები და როგორც მოგეხსენებათ პასუხისგებაში არის მიცემული ერთი პირი.

გარდა აღნიშნულისა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად საქმეზე ასევე მოპოვებულია, გარე სამეთვალყურეო ვიდეო კამერების ჩანაწერები, რაც ასახავს თამარ ბაჩალიაშვილის ქუჩაში და გარკვეულ ობიექტებში გადაადგილებას. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა აქვთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ასევე მათ ადვოკატებს“,- განაცხადა პროკურორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა