ინგლისის 2.7 მილიონი მოქალაქე D ვიტამინს უფასოდ მიიღებს

ინგლისის 2.5 მილიონზე მეტი მოქალაქეს D ვიტამინს უფასოდ შესთავაზებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებისთვის D ვიტამინის მიწოდება ავტომატურად განხორციელდება, ხოლო მათ, ვინც ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან, ვიტამინის სახლში მიტანას შეთავაზებენ.

D ვიტამინის უფასოდ მიწოდება იანვარში დაიწყება და მას ქვეყნის 2.7 მილიონი მოქალაქე 4 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებს.

„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ ყველას, განსაკუთრებით მოხუცებს, ადამიანებს, რომლებიც გარეთ არ გადიან და მათ, ვისაც მუქი ფერის კანი აქვთ, ურჩევს ოქტომბრიდან მარტის დასაწყისამდე დღეში 10 მიკროგრამი D ვიტამინი მიიღონ.

Guardian-ი წერს, რომ კოვიდ19-სა და D ვიტამინს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად კვლევები გრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა