გიგა ბოკერია - განცხადება, რაც რუსეთისგან მოვუსმინეთ, დემონსტრირებაა, თუ როგორი ეროვნული ინტერესების მოღალატე ინსტიტუტია შექმნილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით

„ის განცხადება, რაც მოვუსმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, არის დემონსტრირება იმისი, თუ როგორი ეროვნული ინტერესების მოღალატე ინსტიტუტია შექმნილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი უნდა გააკეთოს და განმარტოს, თუ რაში იპოვეს ურთიერთგაგება მხარეებმა.

„სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან , პასუხი გაგვცეს ვინმემ, რაში იპოვეს ურთიერთგაგება? იმაში, რომ კომუნისტი, პროპუტინული ფრაქციის ხელმძღვანელი, სადამ ჰუსეინის ყოფილი მრჩეველი და მხარდამჭერი, საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილე პირი, რომ ქვეყანაში შემოუშვეს და დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ამას რომ მოჰყვა საზოგადოების რეაქცია, ამის დაგმობაში იპოვეს ქვეყნის მტრებთან საერთო ენა? ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი კატასტროფაა ყველაფერი ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს უკავშირდება. მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და ჩვენი სუვერენიტეტის თემასთან დაკავშირებით. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია კომენტარიც კი ამ თემაზე. ეს არ არის მოგონილი ამბავი, რომ უკვე მერამდენედ ხდება, ჩვენი მტრის პროპაგანდისგან ვიგებთ იმას, თუ რა გზავნილები აქვთ ივანიშვილის პოლიტიკურ „კლოუნებს“ და ამ შემთხვევაში, ამ „კლოუნ“ აბაშიძეს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებით.

ამ საკითხის შეფასება, რაც მოხდა შარშან, 20 ივნისს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ამიტომ პასუხი გაგვცემ, როგორ განმარტავენ ამ სამარცხვინო ამბავს“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. უწყების ინფორმაციით, გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო