აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, რაც რკინის ბარიკადებზე წარწერით აღნიშნეს

­

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების, "შეცვალეს" და "სირცხვილიას" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მონაწილეები აბაშიძე-კარასინს შორის გამართულ შეხვედრას და შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს აპროტესტებენ.

ისინი პროტესტს შეძახილით "მონებო" გამოხატავენ და აცხადებენ, რომ მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსს გოგა მემანიშვილს მედიასთან კომენტარის გაკეთების უფლებას არ მისცემენ.

"ასეთი ადამიანი რომ დგას პარლამენტის შენობის უკან მშვიდი სახით და იძლევა კომენტარს, თითქოს არაფერი მომხდარა, ამის საშუალებას არ მივცემთ. ეს ადამიანები ასე მშვიდად არ უნდა საუბობდნენ. აბა, მოინდომოს და გააკეთოს კომენტარი კივილის, წივილის და სტვენის ფონზე...ეს არის ჩემი ემოცია, სხვა ემოცია ახლა არ მაქვს", - განაცხადა აქტივისტმა სალომე ბარკერმა.

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აღმართულია რკინის ბარიკადები, რომელსაც აქტივისტებმა საღებავით მიაწერეს 20% , იმის სიმბოლოდ, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. ამავე ბარიკადებთან დგანან სამართალდამცავები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა