კახი კავსაძის ძმა - კახი არ არის მართვით სუნთქვაზე, მშვენივრად, ნორმალურად არის

კახი კავსაძის ძმის იმერი კავსაძის განცხადებით, მისი ძმა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

როგორც იმერი კავსაძე "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავს, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„ყველაფერი ნორმაზეა, ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს, არის საავადმყოფოში და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კარგად იყოს. საგანგაშო არაფერი არ არის აბსოლუტურად, უბრალოდ კახი არის უფრო ნაომარი ასე ვთქვათ, ოპერაციებით და საჭიროა მისი უფრო მეტი მეთვალყურეობა ვიდრე ჩემი, მე შედარებით ნაკლები ოპერაციები მაქვს. არაფერი არ აკლია აბსოლუტურად, ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს.

არ არის მართვით სუნთქვაზე, რა მართვით სუნთქვაზე, მშვენივრად, ნორმალურად არის“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა