იაგო ხვიჩია - მართლმსაჯულების საკითხი, რომ დაეწყო “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა, “გირჩი” და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდნენ პარლამენტში

მართლმსაჯულების საკითხი, რომ დაეწყო “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა - “გირჩი” და სხვაოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც ოპოზიციასთან მოხდა შეთანხმება ნიშნავს არჩევით მოსამართლეებს, პოლიციის უფროსებს ასევე, პროკურორს ირჩევდეს დაზარალებული, გაუქმდეს სუს-ი და მისი ფუნქციები გადანაწილდეს სხვა უწყებებზე.

ამასთან, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” არანაირი სურვილი არ ეტყობა იმის, რომ დათმოს „კლანი“ სასამართლოში.

“ზურა ჯაფარიძეს აქვს გადაცემა, სადაც ადამიანები შემოდიან პირდაპირ ეთერში და ზურას უსვამენ კითხვას. ერთ-ერთმა დაუსვა ასეთი კითხვა, რომ არის თუ არა ერთადერთი საკითხი ვადამდელი არჩევნები, რის გამოც “გირჩი” შევა პარლამენტში?! ამ კითხვაზე ზურას პასუხი იყო, რომ ეს საკითხი ერთადერთი არ არის და მაგალითად მართლმსაჯულების საკითხი, რომ დაეწყო “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა - “გირჩი” და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში, უბრალოდ ეს არ განიხილება სერიოზულად იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” სასამართლოდან „კლანს“ გაუშვებს და შემოიყვანს არჩევით მოსამართლეებს”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა