არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს

არგენტინის პროკურატურა ფეხბურთის ვარსკვლავის დიეგო მარადონას გარდაცვალებას იძიებს. დღეს მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი გამოიცა. ინფორმაციას მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”გუშინ (შაბათს) გამოძიება და მტკიცებულებათა დასაბუთება გაგრძელდა ადამიანების გამოკითხვით, მათ შორის გარდაცვლილის უშუალო ნათესავების”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭირო გახდა ჩხრეკა ექიმის ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და ოფისში”.

ცნობისთვის, მარადონას ადვოკატმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი ითხოვს ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების გარემოებების სრულ გამოძიებას.

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა