ბელარუსში სამართალდამცავებმა „მეზობლების მარშის“ 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის - „მეზობლების მარშის“ 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვესნა -96“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებები დედაქალაქ მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში განხორციელდა.

მინსკის პოლიციის პრესსპიკერის, ნატალია გაუსევიჩის თქმით, დედაქალაქში არასანქცირებული აქციის 250 მონაწილე დააკავეს.

„მინსკში, მასობრივი შეკრებების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით დაახლოებით 250 პირია დაკავებული,“- განაცხადა გაუსევიჩმა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული ალექსანდრე ლუკაშენკოა. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა