თურქეთში კორონავირუსის 29 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 185 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 494 351-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 6 439 - სიმპტომურია.

ქვეყანაში ვირუსს კიდევ 185 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 13 558-ს მიაღწია.

ამჟამად თურქეთში 5 011 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში ამ დრომდე კოვიდ 19-სგან 400 242 ადამიანი განიკურნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა