თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონლაინ რეჟიმში იმართება

კორონავირუსის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, წელს თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონლაინ რეჟიმში იმართება.

ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება: ინდუსტრიული დღეები, მასტერკლასები და კინოჩვენებები.

ფილმების ჩვენება ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე იქნება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

„ინდუსტრიული დღეები მრავალფეროვან და დინამიურ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო. კინოინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიონალებთან შეხვედრები გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს პროფესიონალებს, დამწყებ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, ფესტივალის მონაწილეებსა და ზოგადად, ფართო საზოგადოებას.

კინოფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პანელური დისკუსიები, რომელიც ZOOM-ში გაიმართება. ინდუსტრიული პლატფორა მონაწილეებს სთავაზობს დისკუსიას - კოპროდუქციის საკითხები კინოინდუსტრიაში: ბალტიისპირეთის შედარებითი ანალიზი, რომლის ფარგლებშიც, ასევე, განიხილება კოპროდუქციის წარმატებული მაგალითები: მანდარინები (ესტონეთი-საქართველო) და ნამე (საქართველო-ლიეტუვა). გარდა ამისა, სხვადასხვა კინოფესტივალის პროგრამერები გამართავენ პანელურ დისკუსიას - ფესტივალების დახურულ კარს მიღმა, და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფესტივალის პროგრამის შემუშავების მნიშვნელობა და წამყვანი კინოფესტივალების სელექციის პროცესი. რაც მთავარია, ისინი ისაუბრებენ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საერთაშორისო კინოფესტივალები ქართული კინოს წარმომადგენლებს სთავაზობენ. დისკუსიები 4 და 7 დეკემბერს გაიმართება.

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარმოდგენილი ვორქშოფების მთავარი მიზანია მონაწილეების კარიერული განვითარების ხელშეწყობა კინოინდუსტრიაში. ფიჩინგ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ საშუალება ჩაერთონ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული. პლატფორმის ფარგლებში ჩატარდება ინტენსიური ტრენინგები სიუჟეტის განვითარების, პროექტის პრეზენტაციის, ფიჩინგისა და შეფუთვის საკითხებზე. მონაწილეებს, ასევე, საშუალება მიეცემათ ინდივიდუალური კონსულტაციები გაიარონ პროდიუსერებსა და დარგობრივ ექსპერტებთან. შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი მრავლისმომცველი პროგრამა ერთგვარი გზამკვლევია კინოს ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.

არაორდინალურ რეჟიმში მუშაობის გამო, წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კონკურსის გარეშე იმართება. მხოლოდ ფიჩინგ ფორუმში მონაწილე 3 საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით,რომელსაც მათ საერთაშორისო ჟიური გადასცემს.

საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორები, როგორებიც არიან აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, რატი ონელი, იოანა ბერნჰარდსონი, ნინო კირთაძე, ინდუსტრიული პლატფორმის სპეციალური სტუმრები იქნებიან და შემოგვთავაზებენ შეხვედრებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე.

ონლაინ პლატფორმაზე გადაინაცვლებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმების ჩვენებაც და წინა წლებთან შედარებით , ფესტივალი მცირერიცხოვანი ფილმებით წარდგება მაყურებლის წინაშე. ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE ფესტივალის პარტნიორების მიერაა ორგანიზებული , რომელზე გაწევრიანებაც უფასოდ იქნება შესაძლებელი. 20 სრულმეტრაჟიანი ფილმი ორ სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „ დამზადებულია გერმანიაში“. პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში , კი-4. ყოველწლიური სექცია „დამზადებულია გერმანიაში“, წელსაც გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით შედგა“,-აღნიშნულია თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

  1. Memory House / მოგონებების სახლი
  2. Charlatan / შარლატანი
  3. The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა
  4. Another Round / თრობა
  5. Delete History / ისტორიის წაშლა
  6. Summer of ’85 / 85-ის ზაფხული
  7. Bad Tales / ცუდი ზღაპრები
  8. I Am Greta / მე გრეტა ვარ
  9. Conference / კონფერენცია
  10. Into Dad's Woods / მამაჩემის ტყე
  11. Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში
  12. Apples / ვაშლები
  13. Father / მამა
  14. Siberia / ციმბირი
  15. Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს
  16. The Roads Not Taken / უვალი გზები
  17. A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს
  18. Sisters Apart / ცეცხლში
  19. Model Olimpia / მოდელი ოლიმპია
  20. Undine / უნდინე
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო