ანონსი 1 დეკემბერი

1 დეკემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 დეკემბერს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) "კარტოგრაფების საქმეზე" სამართლებრივ შეფასებას გამართავს. შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია შედგება ონლაინ ფორმატში, ზუმის მეშვეობით, ასევე, გაეშვება FB Live ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/36mU0Lb

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა - 593 73 75 03

1 დეკემბერს, 11:30 საათზე, „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

1 დეკემბერს, 12:00 საათზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსისი ცენტრის მე-8 კორპუსთან (შიდსის ცენტრი) შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ალ.ყაზბეგის 16, მე-8 კორპუსი.

საკონტაქტო: 577 100 830

1 დეკემბერს, 13:00 საათზე, ტექნოპარკში სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი კოლინ დონოჰიუ მედიის წარმომადგენლებს კონფერენციის მთავარი სპიკერებისა და მიმდინარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

მის: ინოვაციების ქ.#7

1 დეკემბერს, 15:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება ონლაინ პრეზენტაცია სახელწოდებით “თამბაქო - სიტუაციური მიმოხილვა 2020”.

ღონისძიებას დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://zoom.us/j/92524991682?pwd=WlhMV1ZYZWttT1krdWRhdFJ4bUVSUT09. ID: 925 2499 1682 Passcode: 293927

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ ონლაინ დისკუსიას თემაზე: “მეტი დასავლეთი შავი ზღვის რეგიონში: რეალობა და შესაძლებლობები“ გამართავს.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს.

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია „ჯეოქეისის“ „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით: https://www.facebook.com/GeocaseGeo/

საკონტაქტო: ქეთი ფაჩულია - 599212123

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო