აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 121 176 - მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 392-ს მიაღწია.
ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დღემდე 74 902 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 44 882 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.