2021 წელს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება

2021 წელს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა, აღნიშნულია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯამურად 1 420.0 მლნ ლარი დაიხარჯება, მათ შორის 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 1 140 მლნ ლარი.

აღნიშნული ხარჯები სამ კომპონენტს: ჯანდაცვის ხარჯებს, მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450,0 მლნ ლარი, მათ შორის 400,0 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯებში, ხოლო 50,0 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებში. ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

ამასთან, მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540,0 მლნ ლარამდე, საიდანაც 230,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის, ხოლო 310,0 მლნ ლარამდე 2021 წელს დაიხარჯება, მათ შორის: მომდევნო წელს მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ხარჯები შეადგენს 60.0 მლნ ლარი; 65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55,0 მლნ ლარამდე დაიხარჯება; სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი გამოყოფილია 15,0 მლნ ლარამდე; შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 27.0 მლნ ლარი; 6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე გათვალისწინებულია 150.0 მლნ ლარი; ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ და ამ მიზნით 2020 წელს დამატებით 30,0 მლნ ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430,0 მლნ ლარს, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 260,0 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220,0 მლნ ლარის ოდენობით; ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი - 45,0 მლნ ლარი; სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35,0 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი); მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35,0 მლნ ლარი; საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50,0 მლნ ლარი; გარდა ამისა გაგრძელდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება და მოსალოდნელია რომ დაბრუნდება 1,0 მილიარდ ლარზე მეტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა