შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს სლოგანით „შიდსი - ესეც პანდემიაა“ უერთდება

1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა და უკვე წლებია, ამ დღეს საქართველოც აღნიშნავს. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სლოგანით ,,შიდსი - ესეც პანდემიაა“ შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში აქტიური კამპანიით უერთდება. Covid 19-ის პანდემიის ფონზე, 2020 წელს, მთავარ გზავნილს „გლობალური სოლიდარობა, საერთო პასუხისმგებლობა“ წარმოადგენს.

როგორც შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი ნინო ხეთაგური აღნიშნავს, Covid 19-ის სწრაფმა გავრცელებამ, მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ პანდემია დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვა მჭიდრო კავშირშია არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან, მათ შორის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან. ნებისმიერი პანდემიის, მათ შორის კორონავირუსის და განსაკუთრებით, შიდსის პანდემიის დაძლევაში, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საზოგადოების ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას, ადამიანის უპირველესი უფლების - სიცოცხლის დაცვას, სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, შიდსის მსოფლიო დღეს ფონდის მთავარი სლოგანია „შიდსი - ესეც პანდემიაა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. 2015 წელს, მსოფლიომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია უნდა დასრულდეს. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის გზით“, - მიაჩნია ნინო ხეთაგურს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 9000-მდე აივ-ით ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან უმრავლესობა მამაკაცია, პაციენტთა ასაკი კი, 29-დან 40 წლამდე მერყეობს. ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა დედაქალაქში ფიქსირდება, შემდეგ მოდის ბათუმი, ზუგდიდი და ა.შ. აღნიშნულ სტატისტიკას სპეციალსიტები დიდ ქალაქებში მაღალ მიგრაციას უკავშირებენ. ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ აივ ინდიფიცირებულთა რეალური რაოდენობა 10 ათასამდე შეიძლება მერყეობდეს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ითვლება, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მაღალი დონეა. არსებულ მდგომარეობას სპეციალისტები საზოგადოების დაბალ ინფორმირებულობას უკავშირებენ, რის გამოც, დაავადების გამოვლენა მძიმე სტადიაზე ხდება, რაც ინფექციის მართვას ართულებს; შესაბამისად, მთავარ გამოწვევად, ქვეყანაში ინფიცირებულთა მიმართ სტიგმის დაძლევა რჩება.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი. „აუცილებელია, დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ასევე, ინფიცირებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების, მათ შორის ახლობლების, ინფიცირება და შესაბამისად, – დაავადების გავრცელება. შიდსით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდებათ, რაც დიდ თანხას მოითხოვს. სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსით, მკურნალობას ალბათ, ვერცერთი პაციენტი ვერ შეძლებდა. დღეს ეს სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია,” - აღნიშნავს ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.

შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორი იზა ბოდოკია, აივ/შიდსის ინფიცირებულთა გამოვლენის დაბალ მაჩვენებელს და გავრცელების რისკებს საზოგადოებაში არსებული სტიგმით ხსნის. „სტიგმა დღემდე დიდი პრობლემაა არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ექიმებშიც კი. წლების წინ, შიდსს „მეოცე საუკუნის ჭირს“, „ნარკომანებისა და მეძავეების დაავადებას“ უწოდებდნენ, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მედიკამენტი არ არსებობდა. ეს რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ეს არის დაავადება რომელიც შესაძლოა ყველას დაემართოს, ამისგან დაზღვეული არავინაა. ის რომ დღემდე, დაავადება განუკურნებელია, ამ სტიგმის დაძლევას, ცხადია, კიდევ უფრო ართულებს. თუმცა, წლებმა, დაავადების შესახებ მეტი ინფორმაციის არსებობამ, მკურნალობის შესაძლებლობამ, მითების დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაამსხვრია. მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ამ კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ აივ დიანფიცირებული ადამიანი სრულფასოვნად მიიღოს: უარი არ უთხრან მეგობრობაზე, არ გაუშვან სამსახურიდან და ა.შ ისინი დამნაშავეები არ არიან, ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან“, - განამრტავს იზა ბოდოკია.

და მაინც, ვისთვისაა აუცილებელი შიდსის ანალიზი. როგორც ექიმები განამრტავენ, აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. როგორც შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში გვირჩევენ: “გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ: ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი, თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით, დაგიდგინდათ ტუბერკულოზი, ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს, გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი ან ხართ სისხლის რეციპიენტი“.

ცნობილია, რომ 2018 წლიდან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად საქმიანობს შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, AHF საქართველოს მოსახლეობას სწრაფი და მარტივი მეთოდით აივ-ზე ტესტირებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, თბილისში გაიხსნა „AHF საქართველოს“ ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება, როგორც მაღალი რისკის ჯგუფების, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადებას და გავრცელებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ვებინარებს აივ-ზე, პრევენციულ მეთოდებსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. გასული წლების მსგავსად, „AHF საქართველოს“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციალურ დაწესებულებებში აივ/შიდსის პრევენცია და გამოვლენა. ფონდის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია პენიტენციალური სისტემის თბილისის 10 დაწესებულებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების მეშვეობით, აივ-ზე სწრაფი, მარტივი ტესტირების ჩატარება, შესაბამისი საინფორმაციო მასალის (აივ/სგგი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და კონდომების დარიგება, რაც ხელს შეუწყობს აივ-ის დროულ გამოვლენას და მკურნალობას, ასევე პრევენციასა და ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ აივ ტესტირების ჩატარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს ოფისში სრულიად უფასოდ, ანონიმურად და, რაც მთავარია, ტესტის პასუხის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 15 წუთისა. მისამართი: თბილის, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37დ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა