„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კასპში იმყოფებოდნენ

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, არსებული პროექტი მიმდინარეობს საქართველოს 10 მიზნობრივ მუნიციპალიტეტში, მათ შორის კასპში, სადაც დღეს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე „წითელი ჯვრის“ მოხალისეებს, ასევე მარტოდ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს შეხვდნენ, რომლებსაც სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

„მხარეებმა მიმოიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომლებიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარების, მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდებას. კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, „წითელი ჯვრის საზოგადოება“ სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემს 60 წელს გადაცილებულ ყველა სოციალურად დაუცველ მარტოდ მცხოვრებ 2600-ზე მეტ ხანდაზმულს შიდა ქართლში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოტოს ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა