ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარებაში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული არ შედის

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, კვლავაც არ არსებობს ამ სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები. სამსახურის შექმნა უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა საჭიროა შემდგომი ნაბიჯები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემდგომი გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მოითხოვდნენ ფუნქციურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებას.

“ამის საპასუხოდ, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. კერძოდ, სამსახური იძიებს სამართლდამცავთა მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. სამსახურის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგა მის მიერ სწრაფი და კვალიფიციური გამოძიების წარმოებისთვის (კვალიფიკაციური კადრების მოზიდვა, დანაშაულებზე დროული რეაგირების მექანიზმის დანერგვა, ინფრასტრუქტურული გამოწვევების მეტ-ნაკლებად მოგვარება და ა.შ.). ამის მიუხედავად, რეალური ფუნქციური დამოუკიდებლობისთვის, აუცილებელია სამსახურს შეეძლოს დამოუკიდებლად (ზედამხედველი პროკურორის ჩარევის გარეშე) მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე, როგორიცაა ჩხრეკა, ამოღება, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვა, გამოძიების პროცესში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, პროკურორს უფლებამოსილებას ანიჭებს, გამოძიების პროცესში გასცეს სავალდებულო მითითებები. გარდა ამისა, გენერალური პროკურორს შეუძლია საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაული სხვა საგამოძიებო უწყებას გადასცეს გამოსაძიებლად. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის ვიწრო მანდატი, რომელიც, ერთი მხრივ, სრულად გამორიცხავს გამოძიების წარმოების უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე. ამავდროულად, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარებაში არ შედის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული. შესაბამისად, აუცილებელია სამსახურის უპირატესი საგამოძიებო იურისდიქცია გავრცელდეს ყველა იმ დანაშაულზე, სადაც არსებობს პოლიციის თუ პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო ჩართულობა.

ასევე დასახვეწია სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევა-დანიშვნის პროცედურები, რათა ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს დაზღვეული პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და კანდიდატის შერჩევა პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები საჭიროდ მიიჩნევენ: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მანდატის გაზრდას, რათა მის კომპეტენციაში მოექცეს სამართამდამცავთა მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული; საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციათა გამიჯვნას, რათა სამსახურის მიენიჭოს უფლებამოსილება, დამოუკიდებლად წარმართოს გამოძიება და ჩაატაროს მნიშვნელოვანი საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები; სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩევა/დანიშვნის პროცედურის დახვეწას, რათა გამორიცხული იყოს შერჩევის პროცესზე პოლიტიკური გავლენები; სახელმწიფოს მხრიდან ასევე აუცილებელია, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი გაძლიერდეს მატერიალური და ადამიანური რესურსების სათანადო უზრუნველყოფით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა