აუდიტის სამსახური - მთავრობამ ორ კვარტალში 445 მლნ ლარი ვერ აითვისა და მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც

მთავრობას 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წლიურ გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა აქვს. აუდიტის სამსახურის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პირველ ორ კვარტალში მთავრობამ 445 მლნ ლარი ვერ აითვისა და მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 8 თვის მდგომარეობით, გადასახდელების შესრულება წლიური გეგმის 60.1%-ს (9.6 მლრდ ლარს) შეადგენს და 1.6 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შესაბამისად, იმისთვის, რომ წლიური გეგმა (15.9 მლრდ ლარი) შესრულდეს, მთავრობას სამი კვარტლის განმავლობაში აუთვისებელი თანხების ხარჯვა წლის ბოლოს მოუწევს, რასთან დაკავშირებითაც აუდიტის სამსახური ბიუჯეტის არაეფექტიანად გახარჯვის რისკს ხედავს.

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გასულ წლებში გადასახდელების ათვისება წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში თანაბარზომიერად არ მიმდინარეობდა და ძირითადად კონცენტრირებული იყო დეკემბერზე, ასევე იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, 2020 წლის ბოლოსაც მოსალოდნელია ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნული კი ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკს“,-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს, მოხსენების თანახმად, 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების ტენდენცია თანაბარზომიერებით ხასიათდება და 6.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 9 თვის გეგმის 94.7%, ხოლო წლიური გეგმის 66.4%-ია. „9 თვის გეგმის შესაბამისად სრულდება საგადასახადო შემოსავლების ყველა კომპონენტი და წლის ბოლომდე მოსალოდნელია მათი პროგნოზირებული მაჩვენებლის შესაბამისად მობილიზება“,-აღნიშნულია მოხსენებაში.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!