დიმიტრი ხუნდაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს, რისი მაგალითიც ინტენსიური ტესტირების პროგრამაა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი ინტენსიური ტესტირების პროგრამაა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალიან მნიშვნელოვან მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რათა ვაქცინის დროული შემოტანის შედეგად, ვაქცინაციის დაწყების პროცესს მომზადებულები შევხვდეთ.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს, რისი მაგალითიც ინტენსიური ტესტირების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ სახელმწიფო დღეში 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც კერძო სექტორის სერვისებიც ემატება. ამასთან ერთად, ინფიცირებულთა გამოვლენის შემდეგ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, რათა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საჭიროების მიხედვით ისარგებლონ შესაბამისი სერვისებით, იქნება ეს კოვიდ სასტუმროებში განთავსება, თუ ჰოსპიტალიზაცია.

ასევე, მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, რაც გულისხმობს, რომ თუ მოქალაქეს თან არ ექნება ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი, საკარანტინო სასტუმროში გადასვლის ნაცვლად, იგი ვალდებული იქნება გადავიდეს 12-დღიან თვითიზოლაციაში. გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვან მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რათა ვაქცინის დროული შემოტანის შედეგად, ვაქცინაციის დაწყების პროცესს მომზადებულები შევხვდეთ“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა