თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის მშენებლობა დაიწყო

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის მიზნით რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი "ძალიან მალე" ამუშავდება.

„შეთანხმებას მივაღწიეთ და ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის ჩამოყალიბებისთვის არანაირი წერილობითი დაბრკოლება არ არსებობს. ამჟამად მისი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენი კოლეგები იქ მუშაობას ძალიან მალე დაიწყებენ”, - აღნიშნა აკარმა.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების თანახმად, რეგიონში რუსი სამშვიდობოების განლაგება განხორციელდა. შეთანხმება რეგიონში თურქი სამშვიდობოების განლაგებას არ ითვალისწინებს, თუმცა რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გააკონტროლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა