დავით ზალკალიანი - მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და გვაახლოებს ნატო-ს წევრობასთან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და აახლოებს ქვეყანას ნატო-ს წევრობასთან.

მისივე განცხადებით, მინისტერიალი ნატო-ში საქართველოს მოკავშირეებისთვის ინფორმაციის მიწოდების კარგი შესაძლებლობა იყო.

"იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ნატო-ში მიეღოთ ინფორმაცია პირველწყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაც. მინისტერიალის მიმდინარეობისას ფაქტს ნატო-ს გენერალური მდივნანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.

იხილეთ ვიდეო:ზალკალიანის განცხადებით, ნატოს მინისტერიალმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ერთხმად დაამტკიცა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა