ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სიდას/ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების წახალისებას და პოპულარიზაციას. თანამშრომლობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ESG შიდა პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან.

დოკუმენტის შესაქმნელად, ორგანიზაცია მოამზადებს უწყების საქმიანობის შეფასების ანგარიშს, სადაც გამოკვეთილი იქნება ESG მიმართულებით გამოწვევები, შესაძლებლობები და საჭიროებები. ასევე, განისაზღვრება ESG პოლიტიკის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრები. თავის მხრივ, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და დაინტერესებული პირების ჩართვას პოლიტიკის შემუშავებაში. მემორანდუმის შედეგად დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა