ირმა ნადირაშვილი - როცა ხელისუფლება ზდის ბიუროკრატიულ ხარჯს, მოქალაქეებისათვის 100 ლარის გადაგდება კარგად აჩვენებს „ქართული ოცნების“ ბუნებას“

ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისთვის ერთჯერადად გაწეულ 300 -ლარიან დახმარებას ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, აღნიშნული დახმარების გარეშე მრავალი ადამიანი რჩება, რადგან არიან თვითდასაქმებულები, ვინც ვერ ადასტურებენ, რომ სამსახური დაკარგეს.

როგორც მან აღნიშნა, იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ზდის ბიუროკრატიულ ხარჯს, „მოქალაქეებისათვის ყოველთვიურად 100 ლარის გადაგდება კარგად აჩვენებს „ქართული ოცნების“ ბუნებას“.

„ვერ მოხერხდება ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც კოვიდპანდემიის გამო დარჩა უმუშევარი და პირველ რიგში, მხედველობაში მყავს თვითდასაქმებულები, ისინი, ვინც არ იყვნენ გაფორმებული, მაგრამ ჰქონდათ სამსახური.

ამ დახმარების მიღმა აღმოჩნდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ვერ დაადასტურებს, რომ სამსახური დაკარგა.

ასევე, საგულისხმოა, რომ დახმარების მიმღებთაგან არავისთვის საკმარისი 300- ლარიანი დახმარება არ იქნება, რადგან ეროვნული ვალუტის კურსი ყოველდღიურად უფასურდება, პროდუქტებზე ფასები იზრდება და 300 ლარი, რაც თვეში 100 ლარია, მხოლოდ, ალბათ, პურის საყიდლად იქნება საკმარისი და სხვა არაფრისთვის.

როდესაც ჩვენ ვიცით, რომ კოვიდპანდემიას „ქართული ოცნება“, მისი ჩინოვნიკები იყენებენ პირადი გამდიდრების მიზნით, როცა ტენდერების გარეშე „ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესმენებს, წინა დღეს დაფუძნებულ კომპანიებზე ეძლევათ ძალიან დიდი თანხები, როდესაც ვიცით, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები კიდევ 60 მილიონით იზრდება და აქ ხალხს უგდებ 100 ლარს, ეს ზუსტად ასახავს „ქართული ოცნების“ ბუნებას, როდესაც ზრუნავენ საკუთარ თავზე და არა თავის მოქალაქეებზე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა