ამირან გამყრელიძე - ჩვენი მიზანია, ყოველდღიური ტესტირება 20 000-მდე ავიდეს - ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირების გაფართოების შედეგად ყოველდღიურად ჩატარებული PCR და ანტიგენზე დამყარებული ტესტების რაოდენობა 20 000-მდე გაიზრდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი დადგენილების თანახმად, მარტივდება ტესტირების პროცედურა და მოქალაქეებს ტესტის ჩატარება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართების გარეშეც შეეძლებათ.

„უკვე ერთი თვეა გარდა PCR ტექნოლოგიისა ასევე ვიყენებთ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც დაახლოებით 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტებში საკმაოდ ვალიდურ შედეგს იძლევა. ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ ტარდება 10 000-დან 12 000-მდე PCR ტესტი და 3 000 – 3 500 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი.

გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით. გამოვიდა მთავრობის დადგენილება და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ტესტირების გააფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ რამდენიმე დღეში ყოველდღიური ტესტირება ქვეყანაში თანდათანობით 20 000-მდე ავიდეს. ამ მიდგომის ძირითადი მიზანია, რომ შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლონ. მათთვის უფრო მეტად გაიოლდება და ხელმისაწვდომი გახდება ტესტირება. ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც კოვიდის შესაბამისი სიმპტომები აქვს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება სამედიცინო დაწესებულებისა და მოქალაქისთვის. საჭირო აღარ იქნება ტესტირებისთვის ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. შეიძლება ოჯახის ექიმმაც გადაამისამართონ და თვითდინებითაც მიმართონ“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა