ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის კორონავირუსზე გამოკვლევა ევალება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალებათ კორონავირუსზე .

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აქამდე კორონავირუსზე იკვლევდნენ ჰოსპიტალიზირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

„ყველა სტაციონარული დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც ჰქონდა ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს