სომხეთის ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანის შემცვლელად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურა დაასახელა

სომხეთის ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირაა მართავს, მინისტრთა კაბინეტის მეთაურის პოსტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ არტურ ვანეციანმა განუცხადა.

„ჩვიდმეტმა პარტიამ ფორმატი გააფართოვა და შექმნა „სამშობლოს გადარჩენის საბჭო“, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოაყენოს“ , - განაცხადა ვანეციანმა.

მან მანუკიანის დიდი პოლიტიკური გამოცდილების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მანუკიანი შეწყვეტს თავის პარტიულ საქმიანობას. ის ვალდებულებას იღებს, ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა ვანეციანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა