ანონსი 4 დეკემბერი

4 დეკემბერს, 10:30 საათზე, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები ბექა ნემსიწვერიძე, ვასილ მამულაშვილი, გიორგი გელხაური და შოთა კახიძე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
თემა: მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მის: ფალიაშვილის #17, მე-2 სართული.
4 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
4 დეკემბერს, 12:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პაციენტთა უფლებადამცველი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის თანადამფუძნებელი მეგი საჯაია განცხადებას გააკეთებს.
თემა: რამდენად დაცულია პაციენტის უფლებები კოვიდპანდემიის დროს; კონკრეტული საქმეები.
მის: მოსაშვილის ქ.24, მე-5 სართული.
4 დეკემბერს, 12:00 საათზე, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში მივა.
4 დეკემბერს, 14. 00 საათზე , პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
4 დეკემბერს, 14:30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან სტუდენტური ომბუდსმენი აქციას გამართავს.
თემა: "გახშირდა ახალგაზრდების კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევები, რისი მიზეზიც ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი მუშაობაა".
4 დეკემბერს, 15:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრება.
მის: ლისის ქ.#1ა
საკონტაქტო: 599 04 47 12 ნინო

























