გიორგი ვაშაძე - ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ელჩებთან ხვალინდელ შეხვედრაზე დადგება, არის ის, რომ უნდა დასრულდეს, როცა რაღაცას არ ვამბობთ - ყველაფერი საჯაროდ უნდა გამოვიტანოთ

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ელჩებთან ხვალინდელ შეხვედრაზე დადგება, არის ის, რომ უნდა დასრულდეს, როცა რაღაცას არ ვამბობთ - ყველაფერი საჯაროდ უნდა გამოვიტანოთ, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“პირველი საკითხი, რაც ჩვენი მხრიდან დადგება არის ის, რომ საჯაროდ გამოვიტანოთ ყველა ის საკითხი, რაზეც მსჯელობა მიდის. გაფართოვდა საკითხთა წრე, რაზეც მსჯელობა მიდის და ეს ყველასთვის საინტერესოა. ამის შემდეგ მექნება საშუალება ჩამოვაყალიბო, რას ვთვლი სწორად და ადეკვატურ ნაბიჯად და რას - არასწორად. ალბათ ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა ყველა ის ინიციატივა შეაფასოს, რომელიც ამ დიდ გაფართოებულ პაკეტში არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მესამე რაუნდი სავარაუდოდ, ხვალ შედგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა