ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დღეს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დღეს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათ სურთ ელჩებს ოპოზიციის ერთიანი და შეჯერებული პოზიცია გააცნონ.

„შევხვდებით ელჩებს მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ჩვენი შეჯერებული პოზიცია გავაცნოთ. ამის შემდეგ იქნება ალბათ, ელჩების კონსულტაცია "ქართულ ოცნებასთან", შემდეგ უკევ მესამე რაუნდი, რომელიც იმედი გვაქვს, რომ შედეგიანი იქნება", - განაცხადა ელისაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, როდის ჩაინიშნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

„მესამე რაუნდი როდის ჩაინიშნება ჯერჯერობიღ არ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში. საბოლოო ჯამში, ეს არის დამოკიდებული მოდერატორებზე. ისინი აფასებენ სიტუაციას, რამდენად შეძლებენ პოზიციების დაახლოებას ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებების მაგიდაზე კონკრეტული წინადადება არ დევს.

„არაფერი კონკრეტული ჯერ მაგიდაზე არ დევს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ შედეგზე, რა შედეგიც დადგება. თუ შეთანხმება არ მოხდება, ასეთი პირი უჩანს, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია. „ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ამ კრიზისს სჭირდება განმუხტვა. ამის განსამუხტად არსებობს ერთადერთი გზა, ვადამდელი, ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ამაზე უნდა წამოვიდეს პირველ რიგში ხელისუფლება. ოპოზიციას თავისი ნაბიჯები გადადგმული აქვს და მოსაზრებებიც გამოთქმული აქვს“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი