ეკა ბესელია - ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის თავისუფალი, ახალი არჩევნების ჩატარება

პარლამენტში შესვლის საპირწონე არ არის არცერთი სხვა საკითხი გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშანა, სატყუარა იქნება, იმის დაპირება, რომ თუ რეფორმას განახორციელებს „ოცნება“ ამის საპირწონედ ვინმე პარლამენტში შევა.

ბესელიას შეფასებით, ეს აბსოლუტური თავის მოტყუებაა.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ - ამ პარლამენტში, რომელიც არის გაყალბებული არჩევნების შედეგი არ შეიძლება შესვლა და არ უნდა მოხდეს ლეგიტიმაციის მინიჭება. ამიტომ ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის თავისუფალი, ახალი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო ცვლილებები. ხოლო ამ საარჩევნო ცვლილებებში რა იგულისხმება, ამაზე იყო მსჯელობა, რა უნდა იყოს შეთავაზებული. მთავარი ეს არის. პარლამენტში შესვლის საპირწონე არ არის არცერთი სხვა საკითხი გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. თუ ვინმე მიზეზს ეძებს პარლამენტში შესვლისთვის და ამ მიზეზს ეჭიდება მათ შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიც, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა და არ მგონია, რომ ვინმეს უფრო მეტად აღელვებდეს ეს თემა, ვიდრე მე, ესეც სატყუარა იქნება, იმის დაპირება, რომ თუ რეფორმას განახორციელებს „ოცნება“ ამის საპირწონე იქნება პარლამენტში შესვლა, ეს აბსოლუტური თავის მოტყუებაა. არაფერი რეალური რეფორმის განმახორციელებელი არ არის „ოცნება“, არასდროს შეელევა ის ამ „კლანს“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა