გია ვოლსკი - ერთი კონკრეტული პარტია და ლიდერია, რომელიც რაღაც უცნაურ მაზოხისტურ განწყობაზე გადავიდა

ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როცა მისი სიტყვით ვითარდება დესტრუქციული პროცესები - ვგულისხმობ სააკაშვილს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ არიან ოპოზიციური პარტიები რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ, როდესაც აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ, ვოლსკი ამბობს, რომ ეს გავლენა დესტრუქციულია და საქართველოს შემდგომ განვითარების ინტერესს უპირისპირდება.

ამასთან, ვოლსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში საკითხების განხილვა პოლემიკის ფონზე მიმდინარეობდეს, თუმცა თუ ასე არ იქნება, „ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც თავის თავზე მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს“.

„არის ერთი კონკრეტული პარტია და არის ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა რაღაც უცნაურ მაზოხისტურ განწყობაზე. ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხდება, მისი სიტყვით ხორციელდება, ვითარდება დესტრუქციული პროცესები. ვგულისხმობ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმები აიღეს არჩევნების დროს, მაგრამ ფაქტია, ეს გავლენა არის დესტრუქციული და საქართველოს შემდგომ განვითარების ინტერსს მნიშვნელოვნად უპირისპირდება. ეს თუ არ გაიზარეს პოლიტკურმა პარტიებმა, ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურ ველზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, მაგრამ მმართველი გუნდი არ დაუშვებს იმას, რომ ამას გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესები“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა