ათეა მოხალისეთა საერთაშორისო დღეს უერთდება

დღეს მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაც უერთდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციიდან აცნობეს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე. აღნიშნული თარიღი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც თავიდანვე აქტიურადაა ჩართული ათეა-ს მედია ქსელი.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ნათია ღვინაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს შორის კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარებას და რაც მთავარია, პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, აქტიურადაა ჩართული ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება.

„კამპანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და გენდერული საბჭოების წარმომადგენლები. მათ შორის, ვიდეო მიმართვები და ძალადობის პრევენციის შემცველი სლოგანებით დატვირთული ფოტოები გაავრცელეს, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევისა და წყალტუბოს, ასევე, სამტრედიის, ხარაგაულის, სენაკის, რუსთავის, ხაშურის, ბორჯომის, ბოლნისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებმა. სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიებისთვის აქტიურად ტარდებოდა ვებინარები და ონლაინ სემინარები, რომლებშიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები, მოსწავლეები, სტუდენტები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და მუნიციპალიტეტების აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. გაიმართა გენდერული საბჭოს სხდომები, გამოცხადდა თემატური კონკურსები და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდა და გამოქვეყნდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები და ბროშურები. კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტები, ასევე, ახორციელებდნენ უფლებადამცველი ქალების, შიდსთან ბრძოლისა და შშმ პირთა საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. მათ შორის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის პირბადეები დარიგდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სამიზნე ჯგუფებს სასურსათო კალათები მიეწოდა. ხოლო ბათუმსა და ბოლნისში ვიდეო- მიმართვები გავრცელდა, სადაც მოსახლეობას ამ მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნეს. იმუნოდეფიციტური სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი, ონისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ონლაინ ფორმატში წარიმართა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიანი კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთნენ მუნიციპალიტეტები, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან. სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების გარდა, სახელმწიფო პროგრამები და თემატური პოსტერები გამოაქვეყნა - გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტმა, აღნიშნული მიმართულებით მოსახლეობას აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას აჭარის დედაქალაქი, ქობულეთი, ქედა, შუახევი და ხულო. იმერეთის რეგიონიდან კამპანიის ფარგლებში ჩართულია ქუთაისის, სამტრედიის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მოქალაქეების ცნობადობის ამაღლების კუთხით, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა - ფოთის, წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც. ასევე აღნიშნულ კამპანიაში ჩართულია ონი და ამბროლაური.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, საინფორმაციო აქტივობები განახორციელა კახეთის მხარის რვავე, ქვემო ქართლის შვიდივე და შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტმა. მცხეთა-მთიანეთიდან ძალადობის პრევენციის მიზნით შესაბამისი საინფორმაციო კამპანია წარმართეს - დუშეთის, ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებმა, სამცხე-ჯავახეთიდან კი, ძალადობა დაგმეს და ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო სერვისები გაუზიარეს - ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„გენდერული თანასწორობის საკითხებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. ძალადობის პრევენციის მიზნით ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები. ასევე სამიზნე ჯგუფებისთვის ხორციელდება პროგრამები და აღნიშნული თემის გათვალისწინებით იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტები. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ერთეულები ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიან კამპანიაში იმ დამხმარე ინსტრუქციით ხელმძღვანელობენ, რომელიც ათეა-მ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

აღნიშნული ღონისძიებები მიმდინარე პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში " ფარგლებში ხორციელდება“,-აღნიშნავენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა