ახალგაზრდობის სააგენტომ 10 საუკეთესო მოხალისე გამოავლინა

ახალგაზრდობის სააგენტომ, UNICEF-თან და Helping Hand-თან ერთად, „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში" 10 საუკეთესო მოხალისე გამოავლინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტომ, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონლიან ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა, UNICEF –ის წარმომადგენელმა საქართველოში, დოქტ. ღასან ხალილმა და „ჰელფინგ ჰენდის" ხელმძღვანელმა თინათინ მესხმა, პროექტის „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში" ფარგლებში გამარჯვებული მოხალისეები 5 თემატური მიმართულების ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინეს და მათ ონლაინ სერტიფიკატებს გადასცემენ.

„აღნიშნული პროექტი ერთობლივად ხორციელდებოდა „ჰელფინგ ჰენდისა“ და სააგენტოს მიერ და მოხალისეობრივი პროგრამების დანერგვისა და ახალგაზრდებსა და მოზარდებში მოხალისეობის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში სულ 200 მოხალისე გადამზადდა, რომლებიც დღემდე ახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. მოხალისეობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდისა"–სა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში UNICEF გაიმართება, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობის წარმატებული მაგალითს“,-აღნიშნავენ ახალგაზრდობის სააგენტოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა