სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცა.

„გუშინ წაიშალა რკინის კედელზე წარწერა, სადაც ეწერა „ბიძინას მონებო“. შესბამისად, დღეს სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ ამ წარწერის განახლებას და საბჭოთა სიმბოლიკის დაწერას, რითაც დავასტურებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობა. პოლიცია ამაზე გაღიზიანდა. დაკავებულია ნიკოლოზ ნარსია და რუსკა მჭედლიძე“,-განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ნათათო გიორგაძემ.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა