„პროგრესის ცენტრი“ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განახევრებას და უნივერსიტეტებში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნას მოითხოვს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელმა აქცია-პერფომანსი გამართეს.

აქციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტების ორი მოთხოვნა გაახმოვანეს - კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გაუნახევრდეთ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის გადასახადი და აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი.

აქციაზე ასევე გაჟღერდა, რომ „პროგრესის ცენტრი“ უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში უნივერსიტეტში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნის მოთხოვნით, სარჩელის შეტანას გეგმავს.

„ჩვენ გვინდა ხელისუფლებამდე მივიტანოთ სტუდენტების პრობლემები. Manifest.ge-ზე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ გამოაქვეყნა პეტიცია, რომელსაც რამდენიმე დღეში 8 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ჩვენი მოთხოვნაა ამ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში გაუნახევრდეთ სტუდენტებს სწავლის გადასახადი და აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი, რომელიც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში შეუჩერდათ. ხელისუფლება ვალდებულია ზრუნავდეს და ხელს უწყობდეს ახალგაზრდების განათლებას”, - განაცხადა „პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარემ ელენე ელბაქიძემ.

„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის მაკა ტოხიშვილის თქმით, სტუდენტებისთვის, დღეს უნივერსიტეტში ერთადერთი მმართველი ორგანო სტუდენტური თვითმმართველობაა, რომელიც, როგორც წესი, ხელისუფლებისგანაა მართული, ხოლო სტრუქტურაში სხვა ერთეულების შექმნა კანონით აკრძალულია.

„ჩვენი მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტებში დაიშვას პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნა, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია და გაუქმდეს ეს ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. შესაბამისად, მივიღებთ ბუნებრივად პლურალისტურ გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და დემოკრატიზაციას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნები და საქართველოს დამოუკიდებლობა, სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების დამსახურებაა”, - აღნიშნა მაკა ტოხიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა