კახა კალაძე უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტზე - ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი

წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი, ხმა არ ამოგიღიათ და უტა ივანიშვილს რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, აჩენს თუ არა კითხვას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიერ რუსული პარტის ქონა და რატომ არ თმობენ ბერა და უტა ივანიშვილები რუსეთის მოქალაქეობას?

კახა კალაძის განცხადებით, ის ამ საკითხში ვერანაირ პრობლემასა და კითხვის ნიშნებს ვერ ხედავს.

„უტა ივანიშვილის მიერ რუსული პარტის ქონა დანაშაულია? რა კითხვის ნიშნებს აჩენს, როცა წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და ხმა არ ამოგიღიათ; უტა ივანიშვილს რომ რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია