ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია - 2020 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 42 ჟურნალისტი მოკლეს

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში 42 ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით 235 ჟურნალისტი აღმოჩნდა ციხეში.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჟურნალისტი მექსიკაში მოკლეს, მეორე ადგილზეა პაკისტანი, მესამეზე -ავღანეთი, რომელსაც ინდოეთი, ერაყი და ნიგერია მოჰყვებიან.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“, რომელსაც მსოფლიოს 150 ქვეყანაში 600 000 წევრი ჰყავს, ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღრიცხავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული წლების განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, 2 658 ჟურნალისტია მოკლული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა