ალეკო ელისაშვილი - “ევროპული საქართველო“, რომელიც სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“,  მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა და ასე იყო პირველივე დღიდან

გიგა ბოკერიას პარტია, რომელსაც “ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა - ეს ასე იყო პირველივე დღიდან, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, რომ მიღწეულია ისტორიული შეთანხმება, როცა ოპოზიციის ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება, მაგრამ ბოკერიას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს.

“რასაც ოპოზიცია მთელი ერთი თვე ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, ამ ოთხივე საკითხზე შეთანხმებული ვართ - რა ხდება ახლა?! ბოკერია-უგულავას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს! არის შეთანხმება, მას ხელი უნდა მოაწერო, ხელმოწერისა და პირობების შესრულების შემდეგ პარლამენტში შეხვიდე, მაგრამ აქ ყველაზე უცნაური ამბავი ხდება, რომ ბოკერიას პარტია მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა