სახალხო დამცველის შეფასებით, ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

სახალხო დამცველის შეფასებით, ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს.

მისი განმარტებით, პრობლემად გამოიკვეთა შშმ და სსსმ მოსწავლეებისთვის მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, გადატვირთულობა, დისტანციის დაცვის შეუძლებლობა, პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის პრობლემა ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს“,-აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

როგორც მან განმარტა, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და მზრუნველობაზე დამოკიდებული ხანდაზმული პირები.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან, რაც ხშირად საფრთხეს უქმნის ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა 2020 წლის 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა“,-აღნიშნავს ლომჯარია.

მისი თქმით, კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელების პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ვინაიდან ხშირად მათი საბაზისო საჭიროებებიც არ არის დაკმაყოფილებული.

„აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებები თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც დისტანციური სწავლების პროცესში, ინტერნეტისა თუ კომპიუტერული ტექნიკის არქონის გამო განსაკუთრებით პრობლემურია სიღარიბეში და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მისი შეფასებით, კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად, ქვეყანაში შემოღებულმა საგანგებო ღონისძიებებმა სერიოზული პრობლემები შექმნა უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის კუთხითაც.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა