აკაკი ბობოხიძე - ბატონ ირაკლი კობახიძეს თურმე არითმეტიკა სცოდნია, კარგი იქნებოდა, ეს ცოდნა გამოემჟღავნებინა მაშინ, როცა ხედავდა ცესკო-ს შედეგებს

„აღმოვაჩინე, რომ ირაკლი კობახიძეს თურმე არითმეტიკა და 100-ის ფარგლებში მიმატება - გამოკლება სცოდნია”, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, კობახიძემ „კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი“.

„კარგი იქნებოდა, ეს ცოდნა გამოემჟღავნებინა, როცა ხედავდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, როცა105%, 146% და170% ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ეს არის ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რომ მათ არჩევნები ჩაატარეს ისე, რომ აბსოლუტურად ყველა მონაწილე სუბიექტს აქვს თავისი სუბიექტური დამოკიდებულება და არავის არ აქვს სანდოობა ამ არჩევნების მიმართ. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არჩევნები ჩატარდა ისე, რომ არც ერთი სუბიექტის ნდობას არ იმსახურებს.“ - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, მათ ჯამურად ხმების100% აიღეს, ხოლო„ქართული ოცნება“ არ არსებობს და ის მხოლოდ„ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია“. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კობახიძე„ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„სააკაშვილი ამტკიცებს, რომ „ნაციონალებმა“ მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს; „პატრიოტები“ ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი; ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე7 პროცენტი აქვს აღებული; „ლელო“ ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6- პროცენტი აქვთ მიღებული; ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6 პროცენტია; „ევროპული საქართველო“ ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8 პროცენტის მაგივრად, მინიმუმ 5 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული; ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტი აიღო; „გირჩი“ და„მოქალაქეები“ ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ„ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და1 პროცენტი რჩება; იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეს აღებული.

ახლა რაც შეეხება ჯამს: 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100”, - წერს კობახიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა