ირაკლი კობახიძე - გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დაველოდოთ და ვნახავთ! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მე-9 მოწვევის პარლამენტს, ჯამში 2 წლის განმავლობაში უწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში, რაც უნდა დასრულდეს.

„ჩვენ გუშინდელ ბრიფინგზეც გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და ამასთან არ იყო კავშირში ის საკითხები, რომელიც ჩვენ ამ ბრიფინგზე წამოვწიეთ. ბუნებრივია, ჩვენ კვლავაც ვართ მზად, რომ წამოვწიოთ ის ინიციატივები, რომელიც ამ ბრიფინგზე გავაჟღერეთ. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი მიიღებენ, თუ არა ისინი მონაწილეობას ამ სხდომაში. რომ გავიხსენოთ მე-9 მოწვევის პარლამენტი, 4 წლის განმავლობაში უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი რეფორმებს ახორციელებდა, რომ დავთვალოთ, ჯამში 2 წლის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთი არის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება. ზუსტად ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად დასრულდება. ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიჩვეული ვართ ბოიკოტს.

რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ვერ გეტყვით ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დაველოდოთ და ვნახავთ!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია