რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბაქოში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის გასავითარებლად“, - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტი ბაქოში მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნების გამო გამართულ აღლუმსა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია