ლევან იოსელიანი - ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და პარლამენტში არ შევდივართ - მანდატებზე უარის თქმა, გაგრძელებაა იმ საბოტაჟის გზის, რომელსაც ერთი პარტია ცდილობს

საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა, გაგრძელებაა იმ საბოტაჟის გზის, რომელსაც ერთი პარტია ცდილობს, რომ განახორციელოს მოლაპარაკებების პროცესში, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

იოსელიანის განმარტებით, დღეს არის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ „შეთანხმება გამოგლიჯონ“.

,,ჩვენ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და პარლამენტში არ შევდივართ, არასოდეს არ გვითქვამს, რომ პარლამენტში ვაპირებთ შესვლას. ოპოზიციაში არის ხალხი, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ ეს შეთანხმება, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის არ შედგეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს გვაქვს შანსი ხელისუფლებას გამოვგლიჯოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო, ამიტომ ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდაზე. „ლელოსაც“ უნდა შეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელსაც“ , „ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელოვან ნაწილსაც უნდა შეთანხმება, ჩვენც გვინდა შეთანხმება. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულებულა, მანამდე მანდატებზე უარის თქმა არის გაგრძელება იმ საბოტაჟის გზის, რომელსაც ერთი პარტია ცდილობს, რომ განახორციელოს მოლაპარაკებების პროცესში. არსებობს 60-მდე დეპუტატი, რომელმაც უარი უნდა თქვას მანდატებზე, დაითვალეთ ხვალ რამდენი დაწერს იმ აქციაზე ამ განცხადებას. მე ვიცი განწყობები ამ პოტენციური დეპუტატების, თუ მარტო მე და ალეკო ვიქნებით გამოკლებული მაშინ თქვით, რომ მარტო თქვენ ყოფილხართო“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ